ბელარუსში, საპროტესტო აქციის დასარბევად რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
მინსკში გამოყენებული ტყვიების ფოტოები სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით ადამიანი სწორედ ნარინჯისფერი ტყვიების გამო, დაშავდა.
ნარინჯისფერ, ე.წ. რაკეტისებრ რეზინის ტყვიებს შეუძლია მძიმე ფიზიკური დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი სროლის დისტანციაზეა დამოკიდებული. აღნიშნული ტყვიების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ 10 მეტრიდან ან მეტი მანძილიდან.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტყვიების გამოყენების გამო, ე.წ. გავრილოვის ღამეს ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო, მათგან 2-მა კი თვალი დაკარგა.
ცნობისთვის, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დაღუპულია აქციის ის მონაწილე, რომელსაც პოლიციის კუთვნილი მანქანა დაეჯახა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.