პრემიერმა მოსახლეობას მარიამობა ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან მიულოცა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ,გიორგი გახარია ხობში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მართლმადიდებლური დღესასწაული ხობის  ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან მიულოცა.

 

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა.