კოლეჯ “მოდუსში” ღია კარის დღე გაიმართა

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებული პირებისთვის ღია კარის დღე კოლეჯ “მოდუსში” გაიმართა.

ღია კარის დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განათლების მინისტრის მოადგილე პროფესიული განათლების საკითხებში, თამარ ქიტიაშვილიც ესწრებოდა. 

“საშუალო პროფესიული განათლების ინტეგრირების პროექტში წელს კიდევ ერთი სიახლეა. იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ცხრა კლასის განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ სწავლა კოლეჯში გააგრძელონ და დიპლომი, რომელსაც ისინი აიღებენ, შესწავლილ პროფესიასთან ერთად, გათანაბრებული იქნება საშუალო განათლების ატესტატთანაც. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის 2-1-ში პროგრამა, რომელიც პროფესიის დაუფლებასთან ერთად საშუალო განათლების დაძლევასაც გულისხმობს”, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა

ინფორმაციისთვის, წელს კოლეჯს 10 საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს მიღება გამოცხადებული და მან დამატებით 3 პროფესიულ პროგრამაზე მოიპოვა ავტორიზაცია.