რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩარიცხული ბავშვების მშობელთა საყურადღებოდ!

ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ,რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვენი ქალაქის ყველა ფილიალში განახლდება 14 სექტემბერს!
ბაღები იმუშავებს სრული დატვირთვით ყოველდღიურ რეჟიმში ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით.
არ იგეგმება ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის შემცირება და არც ბავშვთა დღეგამოშვებით მიღების გრაფიკის შემუშავების რეკომენდაცია გაუცია რომელიმე ოფიციალურ სამსახურს.
ასევე, გაცნობებთ,რომ ჩვენი სამსახურის ნებისმიერი სიახლის, ცვლილებისა თუ ობიექტური ინფორმაციის ოფიციალური პირველწყარო გახლავთ ა.ა.ი.პ ,, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების” facebook-გვერდი.
ინფორმაციის სიზუსტე ნებისმიერ შემთხვევასა და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენთან მიმოწერითაც.
სასწავლო წლის დაწყებამდე ნებისმიერ ცვლილებას, რეკომენდაციასა და რეგულაციას, რასაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მოგვაწვდის,ასევე გაგაცნობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.
ჯანმრთელობას გისურვებთ და გელოდებით 14 სექტემბერს!”, – ნათქვამია განცხადებაში.