რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვთა განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩატარდება

2020-2021 სასწავლო წლისათვის რუსთავის ბაგა – ბაღებში ბავშვთა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ელექტრონული განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს, საიტზე www.rustavikids.ge  , ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.

სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.

ბაგის (2-3 წლ) ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია ჩატარდება 11.00 საათზე.
ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან 16.09.2017წ.-დან 15.09. 2018წ. – ის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვები.

3-4 წლიანთა რეგისტრაცია დაიწყება 12.00 სთ-ზე.
ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ 16.09.2016წ – დან -15.09.2017 წ. ჩათვლით პერიოდში.

4-5 წლიანთა ასაკის რეგისტრაცია ჩატარდებაა 13.00სთ.ზე.
ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩაირიცხებიან 16.09.2015წ.დან -15.09.2016წ. შუალედში დაბადებული ბავშვები.

5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში მსურველთა რეგისტრაცია ჩატარდება 14.00 საათზე.
ჩაირიცხებიან 16.09.2014წ.დან – 15.09.2015წ.-ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა და ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ბაგა-ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

1.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. ორი ფოტოსურათი (3×4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სახლის ან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).