როდის ჩატარდება რუსთავის ბაღებში ბავშვთა ელექტრონული განმეორებითი რეგისტრაცია?!

 2020-2021 სასწავლო წლისათვის რუსთავის ბაგა – ბაღებში ბავშვთა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ელექტრონული განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩატარდება.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, ვაკანტური ადგილები ყველა ასაკობრივ ჯგუფშია.

განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს დილის 11:00  საათზე ბაგის ასაკის ბავშვების რეგისტრაციით დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ბაგა ბაღებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს აღდგება