რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხები კორონავირუსზე ცნობილია. როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის 5 პაციენტს, რომელთა საკვლევი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში ეპიდემიოლოგებმა გუშინ გადააგზავნეს.
ამასთან, ცენტრის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ცნობით, დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 2 პაციენტია მოთავსებული,ორივე მათგანი რუსთავის მკვიდრია.
პაციენტების ანალიზის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, პასუხები სავრაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.