რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული 7 პაციენტის ტესტის პასუხი კოვიდ19-ზე ცნობილია. როგორც ცხელების ცენტრში TV4-ს განუცხადეს, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ამ დროისთვის ცხელების ცენტრში 3 პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია. ექიმის ცნობით, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან არიან გადაყვანილები.
ცხელების ცენტრში მოთავსებულებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დრომდე ტესტი კორონავირუსზე 700-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.