რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხები კორონავირუსზე ცნობილია. როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის 13 პაციენტს,რომელთა საკვლევი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში ეპიდემიოლოგებმა გუშინ გადააგზავნეს.

ამასთან, ცენტრის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ცნობით, დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდე სამი პაციენტია მოთავსებული,სამივე მათგანი რუსთავის მკვიდრია. 

პაციენტების ანალიზის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, პასუხები სავრაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.