რუსთავში ელექტროენერგია ტაშკენტის ქუჩას, XV მიკრორაიონსა და ლეონიძის ქუჩის ნაწილს არ მიეწოდება.
კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მეჩვიდმეტე მიკრორაიონის ქვესადგურზე დაზიანდა ფლიგერი. ავარიული გათიშვის გამო ელექტროენერგიის გარეშე ჯამში 26 კორპუსი დარჩა.
TV4-ს კომპანიაში უცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვესადგურზე მობილიზებულია ჯგუფი, რომელიც ელექტროენერგიის აღდგენას მაქსიმუმ ერთ საათში შეძლებს.