რუსთავში ტროტუარების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავში მესხიშვილის, კოსტავასა და ფანცულაიას ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 674 000 ლარია.

 

აღნიშნულ ქუჩებზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

როგორც რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ Tv4-თან საუბარში აღნიშნა, ტროტუარების მოწყობა მე-12 მიკრორაიონსა და მოდებაძის ქუჩებზეც იგეგმება.  პროექტი ნოემბერში დასრულდება და მისი ღირებულება 527 000 ლარს შეადგენს.