სასულიერო პირის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს – შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა ადგილზე თავად სასულიერო პირი არ იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმელებმა სახლიდან ტექნიკა და ფულადი თანხა წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.