დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ეტაპზე “რუსთავმა” სტუმრად ჭიათურაში საფეხბურთო კლუბ “მაღაროელის” წინააღმდეგ გამართა მატჩი.
ჭიათურის “მაღაროელებთან” რუსთავის “რუსთავმა” გამარჯვება ანგარიშით 1:2 შემდეგი შემადგენლობით მოიპოვა: ქარდავა, გოგილაშვილი, ხარშილაძე, მეტრეველი, ლაბაძე, მაღალდაძე, ლობჯანიძე, ჭავჭანიძე, ლიუბკო, ხარებაშვილი, გუჯაბიძე.
გოლები კი გიორგი ხარებაშვილმა და თორნიკე მეტრეველმა გაიტანეს.
საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ამ გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გავიდა, რომელიც 29 აგვისტოს, თბილისის “სპაერის” წინააღმდეგ გაიმართება.