საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა  

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეს  საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-მდე გაიზარდა.  

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსი სულ 1 1150 პირი გამოჯანმრთელდა.

დაგვემატა მე-19 გარდაცვლილი. ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო, ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც, ასევე, კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ, მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი. დაავადება მიმდინარეონდა ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო. საბოლოოდ პაციენტის ინფიცირების პირველწყარო მაინც ლენჯერს უკავშირდება. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1421 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან ერთის წყარო არის ლენჯერი, ორი დაავადებულის წყარო არის კონტაქტი დაავადებულ პაციენტებთან, 4 არის შემოტანილი, საიდანაც 3 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი კი არის სამედიცინო პერსონალი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ის გაიზარდა 13-ით და 1150 გახდა. ამჟამად, კოვიდცენტრებში მკურნალობს 260 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 80 პროცენტია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

კარანტინის რეჟიმშია 6018 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41.