ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ გოგონას დაეჯახა – შემთხვება თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შეთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.