გარდაბნის სოფელ ნაგებში სამართალდამცველებმა და მაშველებმა საძიებო სამუშაოები დაიწყეს. Tv4-ის ინფორმაციით, სარწყავ არხში 35 წლამდე მამაკაცი ჩავარდა,რომელიც მეთევზეა.
სამართალდამცველებმა ტერიტორია ლენტით შემოსაზღვრეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით ,ორი სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან მყვინთავებიც.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.