სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 67-ამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს გარადბნის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, ახალი კოვიდინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.

დღეს გარდაბანში საკვლევ ნიმუშებს იმ პაციენტებს აუღებენ, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2 ათასზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.