“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა –  ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ოფისში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. ოფისში ჩატარდა დეზინფექცია.

ასევე, თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოკვლეული ყველა პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.