“შექსპირბადე”-რუსთავის თეატრის ეზოში,ღია ცის ქვეშ სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

 რუსთავის თეატრი უჩვეულო პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლის “შექსპირბადე” პრემიერა დღეს, ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში  გაიმართება. სპექტაკლის  რეჟისორი  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა.

როგორი იქნებოდა პანდემია შექსპირის ეპოქაში და შეხედავდა თუ არა მე–16 საუკუნის კლასიკოსი ავტორი მსოფლიო ტრაგედიას იუმორით- რუსთავის თეატრის დღეს ტრაგედიას კომედიად აქცევს.

 როგორც რუსთავის თეატრში Tv4-ს განუცხადეს, ,,შექსპიროლოგებს“ მათთვის კარგად ნაცნობი ტექსტები შეცვლილი დახვდებათ, თუმცა შინაარსი ორიგინალთან მიახლოვებული იქნება . 

როგორც ცნობილი ხდება, სპექტაკლის მიმდინარეობისას, არსებული რეგულაციები და რეკომენდაციები დაცული იქნება.