შინაგან საქმეთა სამინისტროს 340 მეხანძრე-მაშველი ოფიცერი გახდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით ,საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება – უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს.

შეხვედრას ყველა სახანძრო-სამშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მშველებმა აღნიშნეს, რომ ეს სიახლე დამატებითი სტიმული იქნება მათთვის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ოფიცრის წოდებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეხანძრე -მაშველებმა ახალი სამხრეები მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.