შოთა რეხვიაშვილი-ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში არ არის

“შეფასდა სიტუაცია,რომ სოფელში მასობრივი გავრცელება არ არის და არის ძალიან იშვიათი და ერთეული შემთხვევები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,რომ სოფელში საკარანტინე რეჟიმი გაუქმებულიყო”-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა ყარაჯალარში განაცხადა.

მხარის პირველი პირის ინფომრაციით, 2 დღის განმავლობაში, ყარაჯალარში ეპიდემიოლოგებმა 1 552 ადამიანი გამოიკვლიეს,დასრულებული 14 25 კვლევიდან, ინფიცირების შემთხვევა მხოლოდ ერთ ოჯახში დაფიქსირდა.

 

ჩვენ ამ დღეების მანძილზე, ეპიდემიოლოგებთან ერთად ვემზადებოდით ხელახალი კვლევების ჩატარებისთვის სოფელ ყარაჯალარში, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში და მასშტაბური.

ამისთვის მუდმივ დიალოგში ვიყავით ადგილობრივებთან, იყვნენ აქტივისტები,რომლებსაც არაერთხელ შევხვდით,ერთობლივი ძალისხმევით,მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით ,რომ  ორ დღეში,პარასკევს და შაბათს  1 552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალები გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისთვის 1 425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ერთი ინფიცირების ფაქტი და შემდეგ უკვე ,კარანტინში იმავე ოჯახიდან მიემატა მეორე ფაქტი.

127 საკვლევი მასალა  დღემდე არის კვლევაში, შესაბამისად რადგან შეფასდა სიტუაცია,რომ სოფელში მასობრივი გავრცელება არ არის და არის ძალიან იშვიათი და ერთეული შემთხვევები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,რომ სოფელში საკარანტინე რეჟიმი გაუქმებულიყო. შედეგად გუშინდელი  ღამის თორმეტი საათიდან მოიხსნა ბლოკპოსტები და სოფელი დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს ცხოვრებისას. “-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა 

 

🔉🔉 გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა 📣📣 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ვრცელი კომენტარი

Geplaatst door TV4.ge op Maandag 10 augustus 2020