შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეწყვეტა ძალაში რჩება.
 
ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.
 
შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის აპელაციის საკითხზე სააპელაციო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.
 
ცნობისთვის, 29 ივნისს სკოლა-ლიცეუმმა სააპელაციო საბჭოში სარჩელი შეიტანა და დაიწყო  სამართლებრივი დავა სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის საპასუხოდ.
 
შპს „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა – ლიცეუმს“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილლებით, ავტორიზაცია შეუჩერდა.