თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში ალკოჰოლური, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები არ არის

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი პროგრამისტის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, მის სხეულში ალკოჰოლური , ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები არ არის. 

მისივე განცხადებით, დასკვნაში ბაჩალიაშვილის სხეულში ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კვალია აღმოჩენილი,რაც ოჯახის ადვოკატის ვარაუდით,  საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული.

„ეს არის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელიც ასახავს თამუნას ორგანიზმში მედიკამენტების არსებობა/არ არსებობას. დასკვნაში ასახულია, რომ მის ორგანიზმში არ არის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ასევე, დასკვნაში ასახულია, თუ რა მედიკამენტები იყო მის ორგანიზმში. ესენია ანთების საშუალებები და ეს ალბათ, ასახული იქნება საბოლოო დასკვნაში, რამაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია სიკვდილი, რა დოზით არის ესა თუ ის მედიკამენტი და მთავარი, სად არის ეს მედიკამენტი – კუჭში თუ სისხლში. ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში მითითებულ ჩამონათვალში ერთადერთი წამალია ისეთი, რომელსაც თამუნა ხშირად ეძებდა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.