Update: დაზუსტებული ინფორმაციით, შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი რუსთაველი გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა,ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
Tv4-მა შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, დაღუპული რუსთაველების შესახებ ინფორმაცია გაავარცელა. დაუზუსტებელი და პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას სამი რუსთაველის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც მოგვიანებით დაზუსტდა, შემთხვევის დროს გარდაიცვალა ორი ,ხოლო დაშავდა ერთი რუსთაველი ახალგაზრდა.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 17 პირს შორის , ორი რუსთაველი ახალგაზრდაა.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ,გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ,ქვემო ქართლის მხარისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველი პირები.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა,სამი კი მძიმედ დაშავდა. ორ მათგანს ამ დროისთვის ,ოპერაცია უტარდება.