“ავერსის” რუსთავის ფილიალის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

“ავერსის” რუსთავის ფილიალის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

Tv4 რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ “ავერსის” რუსთავის ფილიალის თანამშრომელს “კოვიდ 19″ დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პირი რუსთავის მკვიდრია. ამ დროისათვის ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ,რომ გუშინ კორონავირუსი “ავერსის” რუსთავის ფილიალის კიდევ რვა თანამშრომელს დაუდასტურდა და დღეს გახდა ცნობილი, რომ მათთან ერთად ერთ-ერთი თანამშრომლის კონტაქტსაც.