ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრი კი დაშავდა – შემთხვევა ხაშური-გორის მონაკვეთზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მიკროავტობუსი საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.