ალექსი წივწივაძე ორი ოქროს მფლობელი გახდა. სპორტსმენმა პირველი ადგილი 500 მეტრიან დისტანციაზე მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს, სადაც 16 წლის რუსთაველმა, ალექსი წივწივაძემ 2 დღის წინ 1000 მეტრიან დისტანციაზე დაიკავა პირველი ადგილი.
ცნობისთვის, ალექსი წივწივაძე ერთადერთი რუსთაველი სპორტსმენინა, რომელიც საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს.