რუსთავის მერიის ბაგა -ბაღების გაერთიანება სპეციალური პედაგოგების კონკურსს აცხადებს. გაერთიანებამ კონკურსი 11 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა.
როგორც გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კონკურსანტს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სპეც. მასწავლებლის მომზადების მოდული გავლილი უნდა ჰქონდეს.
“კონკურსანტს საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეც. მასწავლებლის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.
დარიცხული ხელფასი-650 ლარი.
პოზიცია მოიცავს 40 სამუშაო საათს კვირაში.
კანდიდატმა 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაერთიანების საორგანიზაციო განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს CV, პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
ჩვენი მისამართია კოსტავას ქ. 20 ( რუსთავის მერია, მესამე სართული)
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა)განცხადებების მიღება, ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევა, გ) გასაუბრება.
გასაუბრება ჩატარდება 18 სექტემბერს 11 საათზე.
წარმატებას გისურვებთ!”-ნათქვამია ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.