ბათუმში კორონავირუსი ოთხ ორსულს დაუდასტურდა

ბათუმის სამშობიარო სახლში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 4 ორსული შეიყვანეს.  როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 128 აჭარაში გამოვლინდა. 

ქვემო ქართლში კოვიდ 19 კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა.