გარდაბნის მუნიციპალიტეტის მე-3 საჯარო სკოლის შენობაში ხანძარია. ამის შესახებ TV4 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, იწვის ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის ერთ-ერთი საკლასო ოთახი, შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სამი ეკიპაჟი. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.