გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერელაპარაკება უძღვოდა.
გარდაცვლილს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.