თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ნახალოვკაში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით არის დაწყებული.

ამ ეტაპზე, ფაქტზე დაკავებული არავინ არის. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.