თბილისში 32 წლის ქალი ლეღვის ნახარშით დაიწვა

 თბილისში 32 წლის ქალი ლეღვის ნახარშით დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულის 35% აქვს დამწვარი. 

როგორც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, ქალს ღრმა დაზიანება არ აღენიშნება, მაგრამ მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

გუგა ქაშიბაძის განცხადებით,   დაშავებული ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. 

” მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. საბედნიეროდ ძალიან ღრმა დაზიანებები არ აღენიშნება. სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის ფოთლები გამოიყენა”, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის უკვე მეოთხე შემთხვევაა.