თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.