იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება

იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვაბელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ე.წ. სოციალურ ღონისძიებები ხვალიდან როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში აიკრძალება.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა ასევე მიღებული ე.წ. სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება, ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რაც აქამდე არსებობდა, იგულიხმება, ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა