კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 1 “ავერსის” რუსთავის ფილიალის თანამშრომლის კონტაქტია

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ერთი ,”ავერსის” რუსთავის ფილიალის თანამშრომლის კონტაქტია. ამის შესახებ თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

Tv4 რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ “ავერსის” რუსთავის ფილიალის თანამშრომლის კონტაქტს “კოვიდ 19″ დაუდასტურდა.  კოვიდინფიცირებული პირი რუსთავის მკვიდრია. 

შეგახსენებთ,რომ გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა , “ავერსის” რუსთავის ფილიალის კიდევ რვა თანამშრომელს.