კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.