ნინო ლაცაბიძე კომპანია “გემრიელის” საწარმოო პროცესს გაეცნო

12 სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ნინო ლაცაბიძე ხორცპროდუქტების კომპანია „გემრიელს“ ეწვია და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.

კომპანია წლებია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და 100-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. 

ნინო ლაცაბიძე საწარმოში დანერგილი ევროპული სტანდარტებით დაინტერესდა და  კომპანიაში დასაქმებულ ქალებს შეხვდა. კანდიდატმა საწარმოს თანამშრომლებს  სამომავლო გეგმები გაუზიარა და ის პრობლემები მოისმინა, რომლებიც რუსთავში მცხოვრებ ქალებს ყოველდღიურად აწუხებთ.

ცნობისთვის, ნინო ლაცაბიძე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ ქალებს პერმანენტულად ხვდება. 17 სექტემბერს გამა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ეკოლოგიაზე, ტრანსპორტის საკითხებსა და ბიზნეს საქმიანობაში ქალების მეტ ჩართულობაზე იმსჯელეს.