ნინო ლაცაბიძე ჩოხოსნებსა და მრავალშვილიანებს შეხვდა

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ჩოხოსნებსა და მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდა. 

ჩოხოსნებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან შეხვედრა გადავწყვიტეთ, რადგანაც ისინი ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად ,ერისა და ქვეყნის გაძლიერებას უწყობენ ხელს. სურვილი გვაქვს, ვისაუბროთ გამოწვევებზე და პრობლემებზე. მე ვეცდები ,ვიყო ადამიანების წარმომადგენელი ყველა სტრუქტურაში, სადაც მათ დასჭირდებათ.

თუ ადამიანებს დასჭირდებათ მუნიციპალიტეტის კარის შეღება, მე ამ კარს მათთან ერთად შევაღებ. ჩვენ კიდევ უფრო ერთიანები უნდა ვიყოთ. მიხარია, რომ რუსთავი ერთ-ერთი აქტიურია ჩოხოსნების გაძლიერებით.

ვიცი ,რომ არაერთი საქველმოქმედო აქცია გაგიკეთებიათ და მე ვეცდები , ამ კარგ საქმეში ,შემოგიერთდეთ და თქვენი სიკეთე მთელ ქალაქს მოედოს. შევეცდები, რომ მხარში ამოგიდგეთ ,როგორც რიგითი მოქალაქე და მრავალშვილიანი დედა.

ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ,ნამდვილად , არის მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერებაში და ამ საკითხზე სახელმწიფომ თავის სათქმელი უნდა თქვას. სახელმწიფომ უნდა დააფასოს და გააძლიეროს მრავალშვილიანი ოჯახები. მე დაგეგმილი მაქვს ერთი ცვლილება, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსურ გაძლიერებას ეხება. ” – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრაზე ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზეც ისაუბრეს. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა,ეკოლოგიაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება.

„ეს საკითხი კომპლექსურია. ეკოლოგიის პრობლემა არ არის მხოლოდ ქარხნები.  ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტი საწარმო გავხსნათ. რაც უფრო მეტი საწარმო იქნება, ჩვენი ეკონომიკა უფრო გაძლიერდება. ოღონდ ,ეს არ უნდა იყოს ისე გახსნილი, როგორც დღეს არის. ეს უნდა იყოს თანამედროვედ აღჭურვილი.” – ამბობს ლაცაბიძე და დასძენს, რომ უნდა გამკაცრდეს შრომის უსაფრთხოება და მოხდეს ქალაქში ეკოსისტემის დეტალური შესწავლა.