პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღავანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ამ ეტაპზე რიგის მიმართულებით კვირაში ერთი რეისი შესრულდება.
“ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად” – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება.
„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.