საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში TV4-ს განუცხადეს, პანდემიის დროს ბაღებში თავისუფალი დასწრება იქნება გამოცხადებული.
“ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფალი დასწრების რეჟიმს პანდემიის პირობებში, არცერთი ბავშვი არ გაირიცხება”-განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.