პოლიციამ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში 1 პირი – 1985 წელს დაბადებული პირი  დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა შ.ი. დანაშაულის ჩადენის დღესვე, კახეთში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.