ჟინვალთან სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო მანქანა გადატრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჟინვალთან. სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადატრიალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სატვირთოს მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.