რა ეტაპზეა გარემოსდაცვითი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ?

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
 
 
 კანონპროექტის ძირითად მიზანს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს.
 
  ახალი რეგულაციებით, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება, სამინისტროსთან შეთანხმებით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გარემოს აღსადგენად, ამასთან, თავად გაიღოს სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხები.
 
პირი ვალდებული იქნება გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები მოსალოდნელი ზიანის აღმოსაფხვრელად.
 
ცნობისთვის, კანონში ცვლილებები მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს.