რა სანქციები გატარდა ქვემო ქართლის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში

შრომის ინსპექციამ ჯანდაცვის მინისტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დარღვევისათვის ქვემო ქართლში 6 ობიექტი დააჯარიმა. თითოეული ობიექტისთვის სანქციამ 10 000 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის რესტორნების საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იქნა მიღებული.

ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს, რომელიც შესაბამის ობიექტებში დამტკიცებული რეკომენდაციების შემოწმებას გულისხმობს.