რუსთავის ცხელების ცენტრის 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 8 პაციენტს “COVID-19” არ დაუდასტურდა, ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. ოთხივე მათგანი რუსთაველია. ისინი ცხელების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან გადაიყვანეს.

ადგილობრივი ეპიდემიოლოგები პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს COVID-19-ზე დღის განმავლობაში აუღებენ. პასუხები 24 საათში გახდება ცნობილი.