ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი კოვიდ 19-ზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 8 პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, პაციენტებს ტესტი კოვიდ19-ზე გუშინ აუღეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. მისივე თქმით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 2 პირია მოთავსებული. როგორც ცხელების ცენტრში აღნიშნავენ, ორივე მათგანი რუსთაველია. პაციენტებს ეპიდემიოლოგიები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.