ცხელების ცენტრში ახალგაზრდა ქალს COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია რაზმაძე ადასტურებს.

მისივე განცხადებით, ინფიცირებული რუსთაველია და ვირუსის დადასტურების შემდეგ იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის დანარჩენ 8 პაციენტს. ამ დროისთვის კი, ცენტრში 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. მათი ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.