გრძელდება საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონატი ფეხბურთში. ვერცხლის ლიგის ეგიდით გამართული მატჩი, რომელშიც რუსთავის “რუსთავმა” (U19) თელავის გუნდს უმასპინძლა, მასპინძლთა უდავო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარით 4:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში გატანილ 3 უპასუხო გოლს რუსთაველებმა მეორე ტაიმში ერთიც დაამატეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. მასპინძელთა მხრიდან დუბლით მათე შაუთიძე გამოირჩა, თითო-თითო გოლი კი გიორგი ლურსმანაშვილმა და გიორგი გაბაძემ გაიტანეს. მე-7 ტურის შემდეგ ამ მოგებით რუსთაველები სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ და მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს, პირველ ადგილოსან “ჩიხურასთან” სხვაობა ამ მომენტისთვის 5 ქულას შეადგენს.