მიმდინარე წლის 11 სექტემბერს რუსთავის 26 საჯარო სკოლიდან 21 სკოლის დირექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
ყველა მათგანი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე გადავიდა.
ერთადერთი საჯარო სკოლა რუსთავში, რომელსაც არჩეული დირექტორი ჰყავს მე-3 სკოლაა. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 29 ივნისს ეწურება.
რაც შეეხება რუსთავის კიდევ 4 სკოლას – პირველ, მე-5, მე-8 და 23-ე სკოლებს, მათ მანამდე დანიშნული დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.
შეგახსენებთ, რომ დირექტორების არჩევნები 2014 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა. სკოლის ხელმძღვანელები 6 წლის ვადით დაინიშნენ. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ დირექტორობის მსურველთა გამოცდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.